კომპანია "ევროპაბეთი" გარე რეკლამებს აღარ განათავსებს, ამის შესახებ ცნობილი კომპანიის ახალი პროექტის, "პასუხისმგებლიანი თამაშის" პრეზენტაციაზე გახდა. კომპანია შეზღუდვებს განახორციელებს სატელევიზიო, რადიო და ონლაინ მედია პლატფორმებზე, სადაც რეკლამები საღამოს საათებში გავა, ხოლო დაზოგილ თანხას კომპანია სოციალურ პასუხისმგებლობას მოახმარებს.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებითვე, 2020 წლიდან "ევროპაბეთი" მომხმარებლებს ახალ ონლაინ სერვისებს - რეალობის შემოწმების შეტყობინებას, თვითშეფასების ტესტს, მოთამაშეთა რჩევებს, პრობლრმური მოთამაშეების მხარდამჭერ და პრობლემური მოთამაშეების თერაპიასაც შესთავაზებს.
კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ გზით "ევროპაბეთი", ზრუნავს მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე და ცდილობს სათამაშო ბიზნესში საერთაშორისო სტანდარტის შემოღებას.